არყის გამოხდა შესაძლებელია ნებისმიერი შაქრით ან სახამებლით მდიდარი მცენარისგან. თუმცა ხარისხიანი არაყი მზადდება მარცვლელულის სპირტისგან, რომელთაგან შვრიის და ხორბლის ითვლება საუკეთესოდ.
ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია გომი 1903 წლიდან არსებობს და საუკუნეზე მეტია მომხმარებელს სტაბილურად აწვდის ხარისხიან პროდუქტს.
”გომის” არყები კომპანიის საწარმოში მზადდება საუკეთესო ქართული ხორბლის უმაღლესი ხარისხის სპირტისა და წყაროს წყლისაგან კავკასიის ყინულოვანი ქედებიდან. აღსანიშნავია, რომ ”გომი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქართულ ხორბალს იყენებს არყის დასამზადებლად. ქართულ ხორბალს, ისევე როგორც ღვინოს, საუკუნოვანი ისტორია აქვს: არსებული 23 სახეობის ხორბლის ჯიშებიდან (არ ვთვლი ველურ ჯიშებს) 14 არის ქართული ჯიში. ეს ჯიშებია: დიკა, ასლი, თავთუხი, იფქლი, დოლისპური და სხვა. ქართული ხორბალი ხასიათდება მრავალფეროვნებით და უნიკალური გემოთი, რაც თავის მხრივ გამოარჩევს ”გომის” არყებს კონკურენტებისგან