ქართული ხორბალი გამოირჩევა მრავალფეროვნებით და უნიკალური გემოთი. გომის არყები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქართული ხორბლის სპირტისაგან.
გომის პროდუქტებში გამოყენებულია კავკასიის ქედის წყაროს ნულოვანი სიხისტის მქონე წყალი. უგემრიელესი წყაროს წყალი ბუნებრივად რბილია და არ საჭიროებს ქიმიურ დანამატებს.
გომის პროდუქცია დამზადებულია სპეციალურად შემუშავებული რეცეპტის გამოყენებით, რომელიც ისეა შექმნილი, რომ დაცულია სირბილის იდეალური ბალანსი და შენარჩუნებულია პროდუქტის გემო.
საქართველოში ხორბალს ყურძენსა და ღვინოზე არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს. ქვეყანა ხორბლის სამშობლოა. მსოფლიოში ხორბლის 23 კულტურული ჯიში არსებობს, საიდანაც 14 ენდემური ქართულია, მაგალითად: დიკა, ასლი, თავთუხი, იფქლი და ა.შ. ქართული ხორბლის ჯიშები, უცხოური ჯიშებისგან უნიკალური თვისებებით გამოირჩევა - ყინვის, გვალვისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით, სტაბილური მოსავალითა და რაც ყველაზე მთავარია მაღალი გემოვნური თვისებებით და მრავალფეროვნებით. გომი - ერთადერთი არაყია, რომელიც იყენებს ადგილობრივ ქართულ ხორბალს.